“გრინფისის მხარდამჭრთა ჯგუფის” წარმომადგენლის, ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის ტერიტორიაზე ორი ამწეკრანი შეიყვანეს:
“გუშინ ტერიტორიაზე ნარჩენების გატანას ჰქონდა ადგილი. დღეს საძირკვლის ამოთხრა დაიწყეს. პატრულიც მოვიდა. გვაქვს მცდელობა, რომ უკანონო მშენებლობას შევუშალოთ ხელი. ეს მშენებლობა არჩევნებამდე შევაჩერებინეთ ხელისუფლებას, არჩევნებმა ჩაირა და მიოსახლეობა არავის არ სჭირდება. ეს არის მიხეილ სააკაშვილის სტილი.”
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ეს მშენებლობა უკანონოა და დაწყებულია ამ საკითხის გამოძიება:”გამოძიება 6 თვის წინ დაიწყო და ეს საკითხი ჭიანურდება. მშენებლობაზე ნებართვა გასცა მერიამ და ამ ბაღის ტერიტორია გაასხვისა გიგი უგულავამ. ამ ტერიტორიაზე იგეგმაბა 8 ცათამბჯენის შენებლობა.”