ახალი ამბები

მარგველაშვილი: ჩემი ოჯახური მდგომარეობა ქართველებისთვის გადამწყვეტი არ აღმოჩნდა

28 ოქტომბერი, 2013 • • 1141
მარგველაშვილი: ჩემი ოჯახური მდგომარეობა ქართველებისთვის გადამწყვეტი არ აღმოჩნდა

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას სერიოზული ურთიერთობები აქვს და ამ ურთიერთობების შეცვლას არ აპირებს:

“ჩემი ოჯახური მდგომარეობა საზოგადოებამ იცოდა, ფართო განხილვის საგანი იყო, სხვათა შორის, რაც ასევე მიუთითებს წინასაარჩევნოდ არგუმენტების ნაკლებობაზე ჩვენი ოპონენტებისგან, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ ეს არ არის ქართველი ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი.

თუმცა, თუ ახლა თქვენ მეკითხებით ოჯახის მნიშვნელობაზე, თვითონ საარჩევნო კამპანიის გამნავლობაში, მე არაერთხელ გამიკეთებია აქცენტი იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ამოსავალი ჩვენი პოლიტიკის, თუნდაც იმისა, რა ცვლილებებიც განხორციელდა 2013 წელს, იყო სწორედ საქართველოს მოქალაქეების ოჯახების გაძლიერება. ყველა რეფორმა იყო მიმართული იქით, რომ გაძლიერებულიყო მთავარი ერთეული, რითიც შენდება სახელმწიფო, ეს არის ოჯახი. ჩემი ოჯახური მდგომარეობა, ის, რომ მე არ მყავს ოფიციალურად ხელმოწერილი მეუღლე, მე ვფიქრობ, ეს ლეგიტიმური ინტერესის საგანია, მაგრამ ამას რეალურად არ ექცევა სერიოზული ყურადღება. მე მაქვს სერიოზული ურთიერთობები და არანაირად არ ვგეგმავ ამ ურთიერთობების შეცვლას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი