ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა

11 აპრილი, 2018 • 2000
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა. 2014 წლიდან ილია ბეგიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2 აპრილს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე დანიშნა.  სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქარსელაძე ამავდროულად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილეც არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი