ახალი ამბები

ტერეზა მეი და სხვა პოლიტიკოსები პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში არ დაპატიჟეს

11 აპრილი, 2018 • 2018
ტერეზა მეი და სხვა პოლიტიკოსები პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში არ დაპატიჟეს

BBC-ის ცნობით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში პოლიტიკოსები მიწვეული არ არიან, მათ შორის, არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი.

სტუმრების ოფიციალურ სიაში არ არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი ცოლი მიშელ ობამა. ქორწილში მიწვეული არ არის არც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

BBC-ის ცნობით, სტუმრების დაპატიჟების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ეკლესიის ზომის გათვალისწინებით, სადაც ქორწინების ცერემონიალი უნდა გაიმართოს, და  იმ ფაქტითაც, რომ პრინცი ჰარი რიგით მხოლოდ მეხუთეა, ვინც შეიძლება ტახტის მემკვიდრე გახდეს.

კენსინგტონის სასახლის განცხადებით, სტუმრების სია დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან შეთანხმებულია. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს უინძორის სასახლეში გაიმართება, საქორწილო ცერემონიაზე 1200 ადამიანია მიწვეული.

განსხვავებული იყო პრინც ჰარის ძმის, პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილი. ვინაიდან პრინცი უილიამი ბრიტანეთის ტახტის პირდაპირი მემკვიდრეა, მის ქორწილში მიწვეული იყვნენ როგორც ბრიტანეთის მთავრობის წევრები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ელჩები და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი