ახალი ამბები

ორსულობისას სოციალურ ქსელებში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი – მეგან მარკლი

9 მარტი, 2024 •
ორსულობისას სოციალურ ქსელებში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი – მეგან მარკლი

მეგან მარკლმა სოციალური ქსელების “დაუსრულებელი ტოქსიკურობა” გააკრიტიკა და აღიარა, რომ ორსულობისას მუდმივი თავდასხმისა და შეურაცხყოფის ობიექტი ხდებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასექსის პრინცესა და გაერთიანებული სამეფოს პრინც ჰარის მეუღლე ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაზე, რომელიც ოსტინში, ტეხასის შტატში გაიმართა.

მარკლმა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანებმა “დაივიწყეს ადამიანობა” და საკუთარი კეთილდღეობისთვის, მათგან თავი ახლა შორს უჭირავს. მაყურებელთა პირველი რიგიდან დისკუსიას პრინცი ჰარიც ადევნებდა თვალს.

“უბრალოდ ფიქრობ და გაოცებული იყურები გარშემო, რატომ ატარებენ ადამიანები ამდენ სიძულვილს. ეს აღარ არის მხოლოდ სიტყვიერი გაკენწვლა, ეს ბოროტებაა”, – ამბობს მეგან მარკლი და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია ის სიძულვილით სავსე ფრაზები, რასაც ქალები ერთმანეთს ციფრულ სივრცეში ესვრიან.

“თუ რაღაც საშინელებას კითხულობ ქალზე, რაღატომ უზიარებ ამას შენს მეგობრებს? ასე ხომ არ მოიქცეოდი, თუ ეს ქალი შენი მეგობარი, დედა ან ქალიშვილი იქნებოდა” – კითხულობს მეგან მარკლი.

ღონისძიებას, სადაც 42 წლის ყოფილი მსახიობი სიტყვით გამოვიდა, “ბარიერების მსხვრევა და ნარატივების ფორმირება: ქალები ეკრანზე და ეკრანს მიღმა” ერქვა. მარკლმა ასევე ისაუბრა ქალთა მრავალფეროვანი პორტრეტებისა წარმოჩენის მნიშვნელობასა და დედების სახეებზე კინოსა და გართობის ინდუსტრიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი