თბილისის საკრებულომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას და ჩიხს ტყის სახელი დაარქვა.
სახელდარქმეული ქუჩა ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩასთან მდებარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ 2018 წლის 30 მარტს მიიღო.
- სამგორის რაიონში იოსებ ასლანიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ჭადრის სახელი დაარქვეს
- საკრებულომ კიდევ ერთ ქუჩას, დიდ ლილოში, ალიოშა ჯაფარიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ შესახვევს ქვიშიანის სახელი მიანიჭა.
- გლდანის რაიონში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მარჯნის სახელი მიანიჭეს
- ვაკის რაიონში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ენათმეცნიერ ტოგო კუდავას სახელი მიანიჭეს
- დიღომში ერთ-ერთ ქუჩას პროფესორ შალვა გოგიძის სახელი ეწოდა
- ივერთუბანში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ივერთუბნის პირველი გასასვლელის ქუჩა დაარქვეს
- კრწანისის რაიონში გურამ პატარაიას ქუჩასთან მდებარე 4 შესახვევს გზისკარის სახელს ატარებს
- ჩუღურეთში მდებარე უსახელო ქუჩას ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების სახელი უწოდეს
- ისნის რაიონში ელიას მთის სახელი მიანიჭეს ერთ-ერთ ქუჩას
მთავარი ფოტო: mapio.net