ახალი ამბები

OSCE/ODIHR-ის 300-ზე მეტი დამკვირვებელი აწარმოებს საქართველოში არჩევნების მონიტორინგს

27 ოქტომბერი, 2013 •
OSCE/ODIHR-ის 300-ზე მეტი დამკვირვებელი აწარმოებს საქართველოში არჩევნების მონიტორინგს

“ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მისია ჯერ კიდევ სექტემბრიდან. ჩვენ აქ გვყავს ძირითად ჯგუფი, რომელიც შედგება 16 ექსპერტისაგან, ასევე, გვყავს 28 გრძელვადიანი დამკვირებელი, რომლებიც მთელ წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებოდნენ ძალიან მაღალი ინტენსივობით. თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ჩვენი წინა რეპორტი, რომელშიც ავსახეთ ყველა ის საკითხი, რაც არჩევნებს ეხება.

 

დღეისთვის ჩამოვიყვანეთ 200-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი, რომელსაც ასევე შეურთდნენ სახვადასხვა საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლები, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს და ევროკავშირის. დღეისთვის სულ 300-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავს გამწესებული მთელი საქართველოს მასშტაბით. რომლებიც დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს,” – განაცხადა ლენარჩიჩმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდის ოლქის #22 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

 

მისი თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისია დღეს მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს და უკვე ხვალ დილით წარმოადგენენ წინასწარ შეფასებას, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი