“ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მისია ჯერ კიდევ სექტემბრიდან. ჩვენ აქ გვყავს ძირითად ჯგუფი, რომელიც შედგება 16 ექსპერტისაგან, ასევე, გვყავს 28 გრძელვადიანი დამკვირებელი, რომლებიც მთელ წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებოდნენ ძალიან მაღალი ინტენსივობით. თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ჩვენი წინა რეპორტი, რომელშიც ავსახეთ ყველა ის საკითხი, რაც არჩევნებს ეხება.
მისი თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისია დღეს მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს და უკვე ხვალ დილით წარმოადგენენ წინასწარ შეფასებას, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები.
