ახალი ამბები

ევროკავშირის პროექტი ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფისთვის

25 ოქტომბერი, 2013 • • 1108
ევროკავშირის პროექტი ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფისთვის

რეგიონული პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს. ძირითადი მიზანია გენდერულად სენსიტიური, სასურსათო უსაფრთხოების და სრულფასოვან საკვებზე ხელმისაწვდომობის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება. პროექტი 2013-დან 2017 წლამდე განხორციელდება.

 

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 3,2 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან ევროკავშირმა 2,5 მილიონი ევრო გამოყო. დანარჩენი კი საქართველოს ბიუჯეტმა (585,000 ევრო), რეგიონულმა ბიუჯეტმა (1,3 მილიონი ევრო) და აზერბაიჯანის და სომხეთმა ბიუჯეტმა (1,2 მილიონი ევრო) დააფინანსეს.

 

პრეზენტაციაზე  ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში რამონ რიგადაც იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს აღნიშნული პროექტის გახორციელებაში.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, დავით შერვაშიძის თქმით, 2017 წლისთვის სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესდება:

 

“სოფლის მეურნება იქნება სტაბილური ახლო მომავალში,” – აღნიშნა შერვაშიძემ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ბექა ძაძამიას თქმით, სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურ ჩართულობას პროექტში.

 

გენდერულ როლზე ისაუბრა ლევან დადიანმა; სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ ქალის როლი სოფლის მეურნეობაზე დადებითად აისახება:

 

“ჩვენ გვყავს ძალიან აქტიური ქალი ფერმერები, რომლებიც წარმატებული არიან თავიანთ საქამიანობაში. სწორედ ამ ადამიანებს უნდა შეუწყოს ჩვენმა პროექტმა ხელი. ქალთა ეკონომიკური აქტიურობა აუცილებელია”.

 

2017 წელს პროექტის ავტორები ეკონომიკურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას და სიღარიბის შემცირებას ელოდებიან.

 

პრეზენტაციის ბოლოს “საქართველოს სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარების ალიანსის” დაფუძნების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ალიანსში 16 ორგანიზაციაა გაერთიანებული, როგორც ადგილობრივი, ასევე – საერთაშორისო.

მასალების გადაბეჭდვის წესი