ახალი ამბები

მდუმარე აქცია R2-თან – “ქართული მარში” სახელმწიფო შენობების პიკეტირებით იმუქრება

4 აპრილი, 2018 • 2174
მდუმარე აქცია R2-თან – “ქართული მარში” სახელმწიფო შენობების პიკეტირებით იმუქრება

დღეს, 4 აპრილს, რუსთავი 2-ის შენობასთან ე.წ. ქართულმა მარშმა და მოძრაობის დაკავებული წევრების ახლობლებმა მდუმარე აქცია გამართეს. ისინი “ქრისტიანობისთვის დევნილი” ახალგაზრდების გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებითა და სახელმწიფო შენობების პიკეტირებით იმუქრებიან. მდუმარე აქციაზე მარშის წევრებმა სანთლები დაანთეს და ლოცვები წაიკითხეს. რუსთავი 2-თან გამართული ბოლო აქციისგან განსხვავებით, დღეს აქ არ მოსულან სასულიერო პირები. გუშინ ე.წ. ქართულმა მარშმა სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქო დუმილის გამო გააკრიტიკა.

“ქართული მარშის” წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს ცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი.  აქციაზე დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი