ახალი ამბები

“სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დავით-გარეჯაზე ყალბია” – შსს

24 მარტი, 2021 • 1437
“სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დავით-გარეჯაზე ყალბია” – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული მარშის წევრის, სანდრო ბრეგაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სურათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, გავრცელებული ფოტოსურათი და მისი აღწერა სიმართლეს არ შეესაბამება.

“სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით. “ამ ახალ ფოტოზე – აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად – ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია”,- წერს სანდრო ბრეგაძე.

“ქართული მარშის” ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ფეიკ-ნიუსს”. სიცრუეა, თითქოს დავითგარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კმ-ში, “ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სანდრო ბრეგაძემ Facebook-ში გაავრცელა ფოტო, სადაც, მისი განცხადებით, ფოტოზე აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავითგარეჯაში.

უნდა დავიძრათ დავითგარეჯში ‼️დავითგარეჯი გაყიდულია‼️უიარაღოდ,შიშველი ხელებით-ლოცვით გადავკვეთოთ საოკუპაციო ხაზი და…

Posted by Sandro Breg on Tuesday, March 23, 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი