ახალი ამბები

კბილაშვილი: ლაფანყურის შემსწავლელ კომისიას სამართლებრივი კუთხით არ აღვიქვამ

23 ოქტომბერი, 2013 • • 1047
კბილაშვილი: ლაფანყურის შემსწავლელ კომისიას სამართლებრივი კუთხით არ აღვიქვამ

“ეს საზოგადოების უფლებაა. თითოეულ წევრს შეუძლია გაწევრიანდეს. თუმცა ჩვენ ამას სამართლებრივი კუთხით არ აღვიქვამთ. როგორც რაიმე მანდატორულს. ასე რომ, ამ მხრივ საქმე გვაქვს კანონით განსაზღვრულ ან ნებადართულ კომისიის შექმნასთან,”- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

 

ლაფანყურის შემსწავლელი კომისია, რომელშიც 11 წევრია, მიმდინარე კვირას შეიქმნა. კომისიის მიზანი, სახალხო დაცველ უჩა ნანუაშვილის თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე პახუსი გაცემაა, რომელიც საზოგადეობას აქვს. 

 

ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის 28-29 აგვისტოს განხორციელდა, რომლის შედეგადაც, შსს-ს ინფორმაციით, 14 ადამაინი დაიღუპა. მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების ლიკვიდაცია იყო, რომლებმაც ლოპოტის ხეობაში მცხოვრები 5 ადამიანი გაიტაცეს. 

 

ოფიციალური ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოების ნაწილი, მთავრობის ცვლილების შემდეგ მიმდინარეობს ამ საკითხის გამოძიება, რაც ამ დრომდე არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი