ახალი ამბები

იმერეთსა და აჭარაში ახალი ჰესები აშენდება

22 ოქტომბერი, 2013 • • 963
იმერეთსა და აჭარაში ახალი ჰესები აშენდება

მემორანდუმი იმერეთის რეგიონში 4 მეგავატის სიმძლავრის უბისაჰესის და აჭარაში 18–მეგავატიანი აკავრეთაჰესის მშენებლობის მიზნით ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს. როგორც კალაძემ განაცხადა, კომპანია იღებს ვალდებულებას, 15 თვის განმავლობაში წარმოადგინოს კვლევა:

 

“მას შემდეგ, რაც ჩვენმა სამინისტრომ ახალი რეგულაციები შემოიღო, ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა ინვესტორების მხრიდან ამ დარგში ინვესტიციის განხორციელების კუთხით. დიდია დაინტერესება არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორების მხრიდან, არამედ ადგილობრივი ბიზნესიც გააქტიურებეულია. მთავრობა და სახელმწიფო არის გარანტი იმისა, რომ კერძო ბიზნესს ვერავინ შეეხება და ვერ შეუქმენის ხელოვნურ ბარიერს”, – განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ამ ორ ჰესთან დაკავშირებით, ჯამში, 30–35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი