ნეტგაზეთი | კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი წარადგინა კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი წარადგინა – Netgazeti
RU | GE  

კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მას გადადგომის თხოვნით მიმართა, რაც დააკმაყოფილა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი დაიკავებს, რომელიც ამ პოზიციაზე 2012 წლიდან მუშაობდა.

ზრუაბ ალავიძეს მინისტრად 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. როგორც პრემიერმა თქვა, მას თავის დროზე დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ალავიძე საჯარო სამსახურში მუშაობაზე დაეთანხმებინა, გათავისუფლების თხოვნაზე კი უარი ვერ უთხრა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები მის გადადგომასთან დაკავშირებით, პრემიერის თქმით, უახლოესი წლების განმავლობაში ეს არ მოხდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.