ახალი ამბები

ნატო-მ რუსეთის მისიის შვიდი დიპლომატი გააძევა

27 მარტი, 2018 • 1785
ნატო-მ რუსეთის მისიის შვიდი დიპლომატი გააძევა

ნატომ რუსეთის მისიიდან 7 დიპლმატი გააძევა. ამის შესახებ  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დიპლომატების გაძევების მიზეზი ყოფილი ჯაშუშის დიდ ბრიტანეთში მოწმვლა გახდა, წერს Reuters.

გარდა 7 დიპლომატისა, BBC-ის ინფორმაციით, ნატომ კიდევ 3 მათგანს აკრედიტაციაზე უარი უთხრა, ამით კი მან ალიანსში რუსეთის წარმომადგენლობა 30-დან 20 ადამიანამდე შეამცირა.

” ამ ნაბიჯით ჩვენ ნათლად ვეუბნებით რუსეთს, რომ მისი მიუღებელ და სახიფათო მოქმედებებს ყოვეთლვის ექნება შედეგი”,- განმარტა სტოლტენბერგმა.

სკრიპალების საქმის ირგვლივ ეს რუსი დიპლომატების გააძევების პირველი შემთხვევა არაა. დიპლომატები ისეთი ქვეყნებიდან გააძევეს, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი , გერმანია და სხვა. საფრანგეთი,  პოლონეთი 4-4 დიპლომატს გააძევებენ. ლიტვა და ჩეხეთი 3-3 დიპლომატის გაძევებას აპირებენ. დანია, ნიდერლანდების სამეფო, იტალია, ესპანეთი  2-2 დიპლომატს გააძევებენ. ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი და ხორვატია კი თითო-თითო დიპლომატს.  უკრაინა 13 დიპლომატის, კანადა 4-ის, ალაბანეთი 2-ის და ნორვეგია თითო-თითო დიპლომატის გაძევებას აპირებენ.

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა კრიტიკულია. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი. ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს.

სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ოდესმე პასუხს მოსთხოვდა. ოჯახისვე განცხადებით, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ, სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი