ახალი ამბები

დონალდ ტუსკი: ევროკავშირის 14 ქვეყანა რუს დიპლომატებს გააძევებს

26 მარტი, 2018 • 4449
დონალდ ტუსკი: ევროკავშირის 14 ქვეყანა რუს დიპლომატებს გააძევებს
 პოლიტიკოს ცნობით, ევროკავშირის 14 ქვეყანა შეუერთა ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსი დიპლომატების გაძევებას გეგმავენ. ეს ზომა ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლას უკავშირდება.

ბულგარეთში ქვეყნების ლიდერების შეკრების შემდეგ კოორდინირებული გაძევების შესახებ განცხადება ევროპუს საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გამოაცხადა.

“ევროკავშირის 14 წევრი ქვეყანა გააძევებს რუს დიპლომატებს, დამატებითი ზომები და მათ შორის გაძევებაც არ არის გამორიცხული მომდევნო დღეებისა და კვირეების განმავლობაში”, – განაცხადა ტუსკმა.

BBC-ის ცნობით, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი თითო 4 დიპლომატს გააძევებს. ლიტვა და ჩეხეთი 3 დიპლომატის გაძევებას აპირებს. დანია, ნიდერლანდების სამეფო, იტალია, ესპანეთი, თითო 2 დიპლომატს გააძევებს. ესტონეთი, ფინეთი, უნგრეთი, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი და ხორვატია კი ერთ დიპლომატს.  ევროკავშირის ქვეყნების გარდა, უკრაინა 13 დიპლომატის, კანადა 4, ალაბანეთი 2 და ნორვეგია 1 დიპლომატის გაძევებას აპირებს.

გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა როიტერმა. დღეს ასევე რუსი 60 დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა.

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობ კრიტიკულია. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი. ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს.

სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსები ოდესმე პასუხს მოსთხოვდნენ. ოჯახისვე განცხადებით, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ, სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი