“ხომ არ ვარ პენსიაში? ტყუილი ყოფილა ხომ?!”
“ნეტგაზეთი” ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტთანაც შეეცადა პრესაში გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის გადამოწმებას, რომლის მიხედვითაც მეუფე კალისტრატე არის КГБ-ს აგენტი, კოდური სახელით – “ალაზნელი”.

“სისულელეა ეგ ინფორმაცია, ეგ არის სატანის მოგონილი სისულელე. სატანისტები არიან, უვარგისი ხალხია, ბოროტი სულები! არ შეიძლება ეგეთი წარამარა შეწუხება ადამიანის, ფაქტი უნდა დადო, რა. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. ადამიანი არ იკადრებს ამას, ეგ არის გაუზრდელი, აღუზრდელი და ერის მტერი აკეთებს ამას. მოვიდნენ და დამიმტკიცონ!” – უთხრა “ნეტგაზეთს” ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 75 წლისაა. იგი სასულიერო ცხოვრებას 1982 წლლიდან ეწევა, როცა გახდა ბეთანიის მონასტრის მორჩილი და აღიკვეცა ბერად. ერთ წელიწადში, 1983 წელს, ის ეპისკოპოსად აკურთხეს. 1989 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს, ხოლო 1992 წლიდან – მიტროპოლიტის.
სინოდის სხდომამდე, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართა, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე კალისტრატე იქნებოდა იმ 3 სასულიერო პირს შორის, რომლებსაც სინოდი პენსიაში გაუშვებდა, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა. ამის მიზეზი “კვირის ქრონიკასთან” საუბარში სამების ტაძრის დიაკვანმა ელიზბარ დეკანოიძემ ასე ახსნა:
“რის ხარჯზე არ გაინტერესებთ? მან თქვა, პირს დავაღებო, არიქა, პირი არ მოაღოო და კიდევ ცოტა ხანს დარჩიო, უთხრეს”.







