ახალი ამბები

კვლევის მიხედვით, ადამიანებს პოპკორნი კინოში რეკლამის ეფექტისგან იცავს

15 ოქტომბერი, 2013 • • 2286
კვლევის მიხედვით, ადამიანებს პოპკორნი კინოში რეკლამის ეფექტისგან იცავს

გამოცემა “გარდიანის” მიერ მომზადებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მიზეზი, რისი საშუალებითაც რეკლამის მენეჯერები ჩვენს ტვინში კონკრეტული ბრენდის სახელს ბეჭდავენ, არის ის, რომ ჩვენი პირი და ენა ავტმატურად იმეორებს იმ სახელს, რომელიც პირველად ესმით ეკრანიდან. ყოველ ჯერზე, როცა ხელახლა ვაწყდებით აღნიშნულ სახელს, ჩვენი პირი ქვეცნობიერად იმეორებს პირის იმ მოძრაობას, რომელიც სიტყვის წარმოთქმისას საჭიროა. კვლევის მიხედვით, ეს “შინაგანი საუბარი” ღეჭვამ შესაძლოა დააზარალოს. 

 

მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, 96 ადამიანი დაპატიჟეს კინოში.  ფილმის ჩვენებას წინ უძღვოდა რამდენიმე რეკლამა, მონაწილეთა ნაწილს უფასო პოპკორნი დაურიგეს მთელი ფილმის განმავლობაში, ხოლო მეორე ნაწილს- შაქრის პატარა კუბიკები, რომლებიც პირში მალევე დნება. 

 

კინოჩვენების შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ რეკლამას არ ჰქონია ეფექტი მათზე, ვინც ფილმის ყურებისას პოპკორნს ღეჭავდა. ხოლო ექსპერიმენტის დანარჩენ მონაწილეებს პოზიტიური ფსიქოლოგიური რეაქციები ჰქონდა იმ პროდუქტებზე, რომლებიც რეკლამებში ნახეს. 

 

“პოპკორნის ჭამამ მონაწილეებს იმუნიტეტი გამოუმუშავა რეკლემის ეფექტის მიმართ”– აცხადებს ერთ–ერთი მკვლევარი საშა ტოპოლინსკი.

 

მისივე თქმით, ახალი კვლევა შესაძლოა კინოს ფოეში პოპკორნის დამამზადებელი მანქანების გაქრობის მიზეზიც კი გახდეს. 

 

ახალი კველვა ჟურნალში “Consumer Psychology” გამოქვეყნდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი