ახალი ამბები

მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

15 ოქტომბერი, 2013 •
მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

ყურბან-ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს ბიძინა ივანიშვილმა განცხადებით უკვე მიულოცა:


“მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს მივულოცო ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის დიდი სიხარულის დღე, ეს არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. დღეს თქვენ ყველანი ხარობთ და მეც მთელი გულით ვხარობ თქვენთნ ერთად,  ვუერთდები თქვენს ზეიმს.
 
 
გისურვებთ სულის სიმტკიცეს, კეთილდღეობას, ჩვენი საქართველოს გაძლიერებასა და გამთლიანებას!  სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, მშვიდობით გეცხოვროთ თქვენს სამშობლოში – საქართველოში!” – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
 
 
მილოცვის ტექსტი გაავრცელა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც:

„ეს დღე უმნიშვნელოვანესია ყველა მუსლიმისთვის და გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სახელმწიფოს სიმდიდრეა. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელშიც თანაბრად არის დაცული ყველა რელიგიის წარმომადგენლის უფლება და აღმსარებლობის თავისუფლება. გისურვებთ, ეს დღე იყოს თითოეული თქვენგანისთვის და მთელი საქართველოსთვის კეთილდღეობის და წარმატებების მომტანი“.

ყურბან-ბაირამობა მარხვის თვის, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ყურბან-ბაირამის დღესასწაული 3 დღეს გრძელდება.

ყურბან-ბაირამის დღესასწაული ბათუმის მეჩეთში
ყურბან-ბაირამის დღესასწაული ბათუმის მეჩეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი