ახალი ამბები

“პატრიოტები” და ენმ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ რეზოლუციის კენჭისყრში არ მონაწილეობდნენ

21 მარტი, 2018 •
“პატრიოტები” და ენმ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ რეზოლუციის კენჭისყრში არ მონაწილეობდნენ

საქართველოს პარლამენტმა 21 მარტის პლენარულ სხდომაზე 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებმა. უმრავლესობის გარდა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა “ერვოპულმა საქართველომ”.

ნაციონალური მოძროაბის ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, მათ იმიტომ არ მიიღეს რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ ენმ-ის 3 შენიშვნიდან 2 არ გაითვალისწინეს:

“პირველი ის, რომ სია, ფაქტობრივად, არის მკვდრადშობილი და რეალურად მასში შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანების შეყვანა, რომლებიც არიან მსჯავრდებულები. ამ ადამიანებს არ სჭირდებათ ვიზები. ასევე, ბრალდებულებს, რომელთა მიმართად აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ჩვენ ძალიან ვზღუდავთ სიაში მოხვედრის კატეგორიას – ფაქტობრივად, ეს სია იქნება უმოქმედო და არაეფექტიანი.

მეორე შენიშვნა მდგომარეობდა იმაში, რომ დაეწყო საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან, აშშ-თან და ჩვენს მეგობრებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების თაობაზე მუშაობა ხელშეკრულების დარღვევის გამო. გამომდინარე ამ რეზოლუციის სულისკვეთებისა, არ გვინდა, რომ ხმა მივცეთ წინააღმდეგ, მაგრამ არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ დოკუმენტს დავუჭერთ მხარს.”

პატრიოტთა ალიანსი საერთოდ ვერ ხედავდა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღების აუცილებლობას, თუმცა პარლამენტში მათ ამის შესახებ განმარტებები არ გაუკეთებიათ.

ვინ (არ) დაესწრო რეზოლუციის კენჭისყრას

მასალების გადაბეჭდვის წესი