“საქართველოს ეკლესიის გაძლიერების მიზნით ახალი ეპარქიები ჩამოყალიბდა. ჩამოყალიბებულია სულ 6 ახალი ეპარქია, ხოლო 7 ახალი მღვდელმთავრის დადგენაზე იყო საუბარი”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე, ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ორი მიტროპოლიტის პენსიაზე გასვლის შესახებ, ესენი არიან თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი და მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი ვახტანგი.
შეგახსენებთ, რომ მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტს ვახტანგ ახვლედიანს ბოლო რამდენიმე თვეა ხმამაღლა უპირისპირდება მრევლის ნაწილი. მარგვეთის ეპარქიაში მრევლმა მეუფის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის კარი აჭედა. მათ მიმართეს სინოდს ამ საკითხის თაობაზე, ხოლო პატრიარქმა ილია მეორემ ამ საკითხის შესწავლა მეუფე იაკობს დაავალა. საბოლოოდ, სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებით მეუფე ვახტანგი პენსიაზე გავიდა.







