“ერთი მე ვარ და ჩემი ნება იყო და მეუფე ვახტანგზეც, ალბათ, თავისი ნება იყო,” – განაცხადა მიტროპოლიტმა თადეოზმა.
მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა, რომელიც, ასევე, დღეს პენსიაზე იქნა გაშვებული, ჟურნალისტებთან ამ საკითხებზე კომენტარი არ გააკეთა, ისე დატოვა საპატრიარქო.
“ჩვენ ვრჩებით სინოდში, გვექნება წოდება და მოგვიხსენიებენ წირვაზე. უწმინდესთან წირვა-ლოცვასაც ჩვეულებრივ დავესწრებით, სინოდის წევრებიც ჩვეულებრივად ვიქნებით და ცოტას დავისვენებთ”, – განაცხადა მეუფე თადეოზმა.
მისი თქმით, შვიდი ახალი მღვდელმთავრის კურთხევა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება:
“პირველი არქიმანდრიტი მიქაელი ეკურთხევა და მერე დანარჩენი კანდიდატებიც. სვეტიცხოველში ყოველ კვირას მოხდება მღველმთავრების კურთხევა”, – განაცხადა მეუფე თადეოზმა.
სინოდის დღევანდელ სხდომაზე შეიქმნა ექვსი ახალი ეპარქია და შვიდი ახალი მღვდელმთავარი შეირჩა.







