ცხინვალი ადასტურებს, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს დღეს გადასცემენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო რეს-ის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგებით დღეს, 21 მარტს, წითელი ჯვრის მისიის დახმარებით გადასცემენ.

ქართულ საგუშაგოსთან უკვე იმყოფებიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც. ადგილზე იმყოფებიან ქართული მედიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ამ დრომდე ტატუნაშვილი ცხედარი ქართული მხარისთვის არ გადაუციათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი