ახალი ამბები

პრემიერი ორი წლის წინ ცხინვალში მოკლული ტატუნაშვილის ოჯახს ეწვია 

22 თებერვალი, 2020 • 1911
პრემიერი ორი წლის წინ ცხინვალში მოკლული ტატუნაშვილის ოჯახს ეწვია 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორი წლის წინ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ეწვია:

“მივუსამძიმრეთ ოჯახს და აღვუთქვით, რომ ჩვენი, როგორ მოქალაქეების და  სახელწიფოს ვალდებულებაა გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდით ვედგეთ ოჯახას, რასაც ვცდილობთ. ეს იყო გმირობის უდიდესი მაგალითი, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა.  შესაბამისად, ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანდებდეს და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ იყოს”, – განაცხადა სოფელ წილკანში ჩასულმა გახარიამ. 

არჩილ ტატუნაშვილი  2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალში მოკლეს. მისი ცხედარი ცხინვალმა თბილისს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ გადმოსცა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი