ახალი ამბები

“ვაინშტაინ კომპანიმ” გაკოტრების პროცედურა ოფიციალურად დაიწყო

20 მარტი, 2018 • 1789
“ვაინშტაინ კომპანიმ” გაკოტრების პროცედურა ოფიციალურად დაიწყო

ჰარვი ვიანშტაინის ყოფილმა კომპანიამ გაკოტრების შესახებ სასამართლოში განაცხადი შეიტანა მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ ოსკაროსანი პროდუსერი ათობით ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

The Weinstein Company ჰარვი ვაინშტაინმა ძმასთან ერთად 2005 წელს დააარსა. გასული წლის ოქტომბრამდე, სანამ მის მიმართ ბრალდებები გაისმებოდა, ვაინშტაინი კომპანიის ხელმძღანელის თანამდებობასაც იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 40-მდე ქალმა ის სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში დაადანაშაულა, გაათავისუფლეს.

ვაინშტაინის კომპანია გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია იყო. ის  პირველი იქნება, რომელიც სამუშო ადგილზე სექსუალური ხასიათის დანაშაულთან პრდაპირი კავშირის გამო გაკოტრდა.

ჰოლივუდის პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში 40-მა მსახიობმა ქალმა დასდო ბრალი, მათ შორის – ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმ. ვაინშტაინის მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ სტატია პირველად “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა, სწორედ აქედან გახდა ცნობილი ჰოლივუდს მიღმა სამყაროსთვის ჰარვი ვაინშტაინის მიერ ქალი მსახიობების შევიწროების შესახებ. გაზეთს თავისი ისტორია მსახიობმა ეშლი ჯადმა გაუზიარა.

ამის შემდეგ ათეულობით მსახიობმა ქალმა განაცხადა, რომ სხვადასხვა დროს მსგავსი გამოცდილება ჰქონიათ ჰოლივუდის ყველაზე გავლენიან პროდიუსერთან. ზოგმა მსახიობმა კი უბრალოდ მხარდაჭერა გამოუცხადა სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს და ღიად დაიწყო ამ პრობლემაზე საუბარი, რომლებიც ჰოლივუდში წლებია არსებობს, სადაც კაცები თავიანთ ძალაუფლებას ქალებზე სექსუალური ძალადობისთვის იყენებენ.

ჰარვი ვაინშტაინი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი იყო ჰოლივუდში, “მირამაქსის” და “ვაინშტაინ კომპანის” დამაარსებელი. იგი მის ძმასთან, ბობ ვაინშტაინთან ერთად მუშაობდა. სკანდალის შემდეგ პროდიუსერს ორივე კომპანიის დატოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ CNN-ის ცნობით, ეს იყო “ყველაზე ცნობილი საიდუმლო ჰოლივუდში”, სკანდალის გაცხადების შემდეგ ბობ ვაინშტაინმა თქვა, რომ “რცხვენია, ჰარვი ვაინშტაინის ძმა რომაა”. ვაინშტაინთან განქორწინების შესახებ განაცხადა მისმა ცოლმა ჯორჯიანა ჩეპმანმა. ვაინშტაინი გარიცხეს აკადემიიდან. ცნობილმა გამოცემებმა კი თავისი სტატიები ხმაურიანი სათაურებით გააფორმეს, რომ “თამაში დამთავრებულია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი