ბოტკოველის თქმით ის საკითხები, რაზეც სინოდი იმსჯელებს, წინასწარ ცნობილი არ არის. მათ შორის არც ისაა ცნობილი, განიხიალვს
თუ არა სინოდი რამდენიმე ეპისკოპოსის პენსიაზე გასვლის საკითხს. თუმცა ბოტკოველი აცხადებს, რომ ეპისკოპოსის პენსიაზე გასვლა ჩვეულებრივი პროცედურაა:
“ეპისკოპოსებიც ისევე გადიან პენსიაზე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. ასაკი ზუსტად არ მახსოვს, თუ არ ვცდები, 70–75 წლის ასაკში”, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.







