ახალი ამბები

ÇALIK ENERJİ გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს ააშენებს

8 ოქტომბერი, 2013 • • 1041
ÇALIK ENERJİ გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს ააშენებს

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს და მისი დასრულება 2015 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. შერეული ციკლის თბოელექტროსადგურის სიმძლავრე 230 მეგავატითაა განსაზღვრული. მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ენერგოისტორიაში პირველად ხორციელდება.

 

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ თურქულ კომპანიასთან ხელი უკვე მოაწერა ხელშეკრულებას გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომობინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეს არის 100 პროცენტით ქართული ინვესტიცია და გამოყენებული იქნება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გაყიდული ევრობონდებიდან მოზიდული თანხა.

 

“პროექტის საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. შედეგად კი საქართველოს ენეგრეტიკა 2015 წლის ბოლომდე მიიღებს დამატებით 230 მეგავატ სიმძლავრეს”.

 

მისივე განამრტებით, თბოელექტროსადგურს თურქული კომპანია უახლესი ტექნოლოგიებით ააშენებს და ის საკმაოდ ეკონომიური იქნება.

 

საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს განაცხადა, რომ  ფონდი გარდაბანში 250–მეგავატიანი თბოსადგურის მშენებლობის საკითხს განიხილავდა. კოვზანაძის განცხადებით, „თბოსადგურის“ აშენებაში ვალდებულება აღებული ჰქონდა  „ინტერრაოესს“, თუმცა ეს პროექტი არ განხორციელდა. 

 

კომპანია “ინტერ რაოს” ჰიდროელექტროსადგურები, “ხრამი 1” და “ხრამი 2” საკუთრებაში გადაეცა. შესაბამის მემორანდუმს ხელი 2011 წლის 1 აპრილს მოეწერა.

 

ჰესებში  კომპანიამ 104 მლნ დოლარი გადაიხადა. “ხრა­მი 1” და “ხრა­მი 2”-ში “ინ­ტერ რაო” მარ­თ­ვის უფ­ლე­ბით 2000 წელს და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იყო შე­სუ­ლი. ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კი 25-წლი­ა­ნი იყო და მას ვა­და 2024 წლის ბო­ლოს ეწუ­რე­ბოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი