ვიდეოები, რომლებიც გუდაურში საბაგიროს ავარიასა და ხალხის გადმოცვენას ასახავს

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. სასწრაფოს ცნობით, დაშავებული არის ათამდე ადამიანი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 3 ბრიგადა. პირველადი მონაცემებით, დაშავებულების დაზიანებები საშაულო სიმძიმისაა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტები გამოაგზავნონ.

სოციალურ ქსელში გუდაურის საბაგიროს ავარიის ვიდეოები ვრცელდება.

A post shared by @ikajincharadzee_ on

შემთხვევა გუდაურში.

#გუდაური #შემთხვევა16.03.2018სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო ათამდე ადამიანი დაშავდა.დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისიდან რეანომობილები გაგზავნა , რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს თბილისში გადმოიყვანს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.

Posted by Tv kvemo kartli on 2018 წლის 16 მარტი, პარასკევი

A post shared by ireneiadak (@ireneiadak) on

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან