გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. სასწრაფოს ცნობით, დაშავებული არის ათამდე ადამიანი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 3 ბრიგადა. პირველადი მონაცემებით, დაშავებულების დაზიანებები საშაულო სიმძიმისაა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტები გამოაგზავნონ.

სოციალურ ქსელში გუდაურის საბაგიროს ავარიის ვიდეოები ვრცელდება.