ახალი ამბები

ადვოკატი: ახალაიასთან შეხვედრების ჩაწერა სავარაუდოდ ახლაც ხდება

4 ოქტომბერი, 2013 •
ადვოკატი: ახალაიასთან შეხვედრების ჩაწერა სავარაუდოდ ახლაც ხდება

“ინფორმირებული ნამდვილად არ ვიყავით ჩაწერა თუ ხდებოდა, მაგრამ სავარაუდოდ ახლაც ხდება, რადგან ბევრჯერ საუბარი, პირადი საუბრები დაცვის ქვეშ მყოფთან წინ გვხვდება რომ გამოვდივართ, იცის ამის შესახებ პროკურორმა მინიშნებას აკეთებს ამასთან დაკავშირებით და ბევრი შუამდგომლობა, რაც დაგვიგეგმია ამის შესახებ პროკურატურა უფრო მომზადებული მოსულა. დიდი ალბათობით ჩვენი შეხვედრები ყოველთვის იწერებოდა და ყოველთვის უსმენდნენ, ამის მტკიცებულებაც ნახეთ რომ გამოქვეყნდა”, – აცხადებს ველიჯანაშვილი. 

 

მისივე თქმით ადვოკატები გიორგი ონიანი და რომეო საჯაია ამ წუთებში ბაჩო ახალაიას მოსანახულებლად შედიან და მასთან ერთად გადაწყვეტენ, თუ რა რეაგირება უნდა მოხდეს აღნიშნულთან დაკავშირებით:

 

“გიორგი და რომეო შედიან ბაჩოსთან და ერთად დაგეგმავენ რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუმცა ჩვენ არაერთ უკანონობაზე მივმართეთ პროკურატურას და ისინი პირიქით იცავენ, ამიტომ  ამას რა შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივად ვერ გეტყვით, მაგრამ გაჩერებას რა თქმა უნდა არავინ არ აპირებს”, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

 

“ნეტგაზეთმა” ჯერჯერობით ვერ მოახერხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაკავშირება. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ირაკლი კორძაია კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ბრალდებული ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებაზე ინფორმირებული იყო და ამის შესახებ თანხმობა კი წერილობით აქვს დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი