ახალი ამბები

საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულება 2016 წლამდე გადავადდა

30 სექტემბერი, 2013 • 1210
საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულება 2016 წლამდე გადავადდა

“ვალდებულება კომპანიამ სახელმწიფოს მიმართ 2009 წელს აიღო და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა. თუმცა მიმდინარე წელს, ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა, რის გამოც მხარეებს შორის ახალი მემორანდუმის გაფორმება გახდა აუცილებელი. 

მემორანდუმში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ხაზის მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში გაშვების ვადამ 2016 წლამდე გადაიწია. შესაბამისად, განახლდა მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, „ენერგო–პრო ჯორჯია“ 123 მლნ დოლარის ინვესტიციას გეგმავს.

გადამცემი ხაზი „ბათუმი–მურათლი“ ქვესადგურ „დიდ ბათუმს“ (საქართველო) ქვესადგურ „მურათლისთან“ (თურქეთი) დააკავშირებს. ხაზის საერთო სიგრძე 17 კმ შეადგენს. ახალი ხაზის საშუალებით შესაძლებელი გახდება 350 მგვტ ელექტროენერგიის გატარება. ხაზის მშენებლობის პარალელურად, 220/154 კვ მაღალი ძაბვის ქვესადგურიც აშენდება.

ელექტროგადამცემი ხაზი „ბათუმი–მურათლი“ მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტის ტექნიკურ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქართული და თურქული ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობას”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლაი ნიკოლოვი და კახა კალაძე
ნიკოლაი ნიკოლოვი და კახა კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი