კვლევის შედეგებით, ალასანიას მოსდევს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 9%, ხოლო კარგად – 34%.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საქმინობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 33%, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საქმიანობას – 26%, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის საქმიანობას – 25%.
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საქმიანობას აფასებს დადებითად გამოკითხულთა 24%. გამოკითხულთა 23% აფასებს დადებითად სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის საქმიანობას. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 22%, რეგიონული განვითარების მინისტრ დავით ნარმანიას საქმიანობას – 19%, ხოლო განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის საქმიანობას – 15%.
დანარჩენი მინისტრების საქმიანობის შეფასება შემდეგნაირად გამოიყურება:

NDI-ის კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდეტი გამოიკითხა. ცდომილება +/- 2%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).







