ახალი ამბები

მოსამართლემ მერაბიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

25 სექტემბერი, 2013 • • 1704
მოსამართლემ მერაბიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მომდევნო სასამართლო პროცესი 2013 წლის 7 ოქტომბერს არის ჩანიშნული. 

 

დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ  საქმის არსებით განხილვაზე გადასვლა მოითხოვა. დაცვის მხარემ კი დააყენა შუამდგომლობა ვანო მერაბიშვილისათვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ვანო მერაბიშვილის სამართლებრივი დევნა არაუფლებამოსილმა პროკურორმა განახორციელა.

 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცახდებით, არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას დააკმაყოფილებდა სასამართლო. ჩვენი არგუმენტები უფრო მყარი იყო, ვიდრე პროკუარტურის. აღარ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი პატიმრობაში დარჩნენ. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, ეს იქნება კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება ამ საქმეში. სტრასბურგისთვის სარჩელი თითქმის მზად არის.”

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმის სასამართლოზე ზეწოლაა:”როცა ვუსმენდი ამ არგუმენტებს, ძალიან ვცადე, რომ ნეიტრალურად შემეხედა, ვითომ არც პოლიტიკაში ვარ და არც ვანო გამიგია არასოდეს ვინ არის. დაცვის მხარის არგუმენტები იყო აბსოლიტურად დამარწმუნებელი. წინასწარი პატიმრობის საფუძველი აღარ არსებობს, თუ მოსამართლე შეძლებს, რომ ასე შეხედოს ვითარებას, მე მგონი, მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მაგრამ ვითარება არის ისეთი, დარწმინებული ვარ, მოსამართლეზეც არის ზეწოლა. მერაბიშვილის გარეთ გამოსვლა ნიშნავს რეიტინგის მატებას “ნაციონალური მოძრაობისთვის”, ეს  ნიშნავს მელორ ვაჩნაძისნაირი სუბიექტების მივარდნას მოსამართლესთან. ამიტომ ალბათ გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება. საქმე გვაქვს პოლიტიკურ პორცესთან. ეს არის პირდაპირ დაკავშირებული არჩევნებთან და პოლიტიკურ კონკურენციასთან.”  

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვანო მერაბიშვილი  დარჩეს პატიმრობაში: “ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილება მისი დაკავების და წინაწარი პატიმრბის შეაფრდების თაობაზე იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებს. არგუმენტი, რომ ვანო მერაბიშვილი მიიმალება, არის უსუსტესი. იმიტომ, რომ ოთხჯერ იყო ქვეყნიდან გასული და ოთხჯერვე დაბრუნდა. არგუმენტი, რომ ის მოახდენს მოწმეებზე ზეგავლენას, არის ფუჭი, რადგან საქმეში 4 000 მოწმეა. თავისი ჰიპნოზით თუ მოახდენს გავლენას, ამ შემთხვევაში სხვა არგუმენტი არ არსებობს.”    

მასალების გადაბეჭდვის წესი