საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 2018 წლის 28 თებერვალს, 116 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, 73 მათგანი დღესვე დატოვებს საპატიმროს, რადგან მათ საპატიმრო სასჯელი პრეზიდენტმა სრულად მოუხსნა. 73-დან 4 ქალია.
დანარჩენ 43 მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მათ შორის არიან მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებულებიც.