ახალი ამბებიტექნოლოგიები

საჯარო სექტორში დასაქმებულები 5 ლარად 15 გბ ინტერნეტს ვეღარ იყიდიან

28 თებერვალი, 2018 • 138168
საჯარო სექტორში დასაქმებულები 5 ლარად 15 გბ ინტერნეტს ვეღარ იყიდიან

შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურეობაზე გამოცხადებული ახალი ტენდერის პირობების მიხედვით, საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანები 15 გბ მობილურ ინტერნეტს 5 ლარად ვეღარ იყიდან. საუბარია ე.წ. კორპორატიულ ნომრებზე.

წინა ტენდერის პირობებით 15 გბ ინტერნეტის პაკეტის შეძენა 4.99 ლარად იყო შესაძლებელი, ახალი  ტენდერით მომხმარებელს 4.99 ლარად 5 000 MB ინტერნეტის ყიდვა შეუძლია.

[one_half last=”no”][red_box]წინა ტენდერით[/red_box]

30 MB – 0.49 ლარი

50 MB – 0.99 ლარი

500 MB – 1.99 ლარი

1 GB – 2.99 ლარი

5 GB – 3.99 ლარი

15 GB – 4.99 ლარი[/one_half][one_half last=”no”]

ახალი ტენდერით

1 MB – 0.01 ლარი

1000 MB – 2.99 ლარი

3000 MB – 3.99 ლარი

5000 MB – 4.99 ლარი[/one_half]

შეცვლილია სატენდერო პირობებიც- თუ წინა ტენდერით გამარჯვებულ კომპანიას სახელმწიფო უწყებებითვის სატელეფონო მომსახურეობა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა. ახალი ტენდერით მომსახურეობით სარგებლობის ვადა 2019 წლის 31 იანვრიამდე გაიზარდა.

ახალი სატენდერო წინადადებების მიღება იწყება 2018 წლის 27 თებერვალს და მთავრდება 2018 წლის პირველ მარტს. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგებს აქვეყნებს სისტემის მეშვეობით. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემსყიდველი ორგანიზაციების დაახლოებით 260 ათასი აბონენტისთვის სატელეფონო მომსახურების GSM, UMTS, LTE სტანდარტით გაწევა მოუწევს.

მანამდე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩაიშალა, მხოლოდ ერთი კომპანია, შპს “ვიონი” (ბრენდული სახელი ბილაინი) მონაწილეობდა. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას მაგთი და ჯეოსელიც მიიღებენ.

ამავე თემაზე:

საჯარო სექტორში დასაქმებულები ოჯახის წევრებისთვის კორპორატიულ ნომრებს ვეღარ აიღებენ

საჯარო უწყებებში დასაქმებულები კორპორატიულ ნომერში ყოველთვიურ სააბონენტოს გადაიხდიან

სატელეფონო ტენდერში ბილაინმა, ჯეოსელმა და მაგთიმ გაიმარჯვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი