გამოკითხულთა 47%-ისთვის ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაა მნიშვნელოვანი, 41%-ისთვის- რელიგიური უმცირესობების. ამასთან, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ სრულიად უმნიშვნელოა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, ხოლო 21%-ისთვის – უმნიშვნელო.
გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ რელიგიური მრწამსი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, 56%-ისთვის კი – მნიშვნელოვანი. გამოკითხულთა 18% კვირაში ერთზე მეტჯერ ესწრება რელიგიურ მსახურებას, 23% – თვეში ერთხელ მაინც, 21% – მხოლოდ განსაკუთღებულ რელიგიურ დღესასწაულებზე, 27% – უფრო იშვიათად, 10% – არასოდეს.
NDI-ის კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება +/- 2%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).







