37-დან 33%-მდე შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს. გამოკითხულთა 25% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
გამოკითხულთა 70%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან.
NDI-ის კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება +/- 2%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).