ახალი ამბები

NDI: 51% მომხრეა კონსტიტუციიდან ამოიღონ მუხლი, რომლითაც პარლამენტი ქუთაისშია

23 სექტემბერი, 2013 • 1000
NDI: 51% მომხრეა კონსტიტუციიდან ამოიღონ მუხლი, რომლითაც პარლამენტი ქუთაისშია

კვლევის მონაცემები პარლამენტში ინიცირებულ სხვა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართაც აჩვენებს საზოგადოების განწყობას. მაგალითად, 48% ეთანხმება იმას, თუკი პრემიერ-მინისტრს აღარ ექნება უფლება დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტის თანხმობის გარეშე; ასევე, გამოკითხულთა 44% ეთანხმება ცვლილებას, რომლითაც პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რესპონდენტების 28% ამ საკითხს არ ეთანხმება, ხოლო 26%-მა არ იცის.

 

პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის საზოგადოებაში ყველაზე ნაკლები მომხრე ჰყავს საკითხს, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ქვორუმი 3/4-მდე აღარ უნდა გაიზარდის და შენარჩუნდეს 2/3-იანი ქვორუმი: გამოკითხულთა 34% ამას ეთანხმება, 22% – არ ეთანხმება, ხოლო 43%-მა – არ იცის.

 

NDI-ის კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში” – საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება +/- 2%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). 

მასალების გადაბეჭდვის წესი