ახალი ამბები

მიმოქცევაში 20 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტები შემოვა

20 სექტემბერი, 2013 • • 7420
მიმოქცევაში 20 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტები შემოვა

ამის შესახებ დადგენილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოსცა. დადგენილება ძალაში 23 სექტემბერს შევა.  

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილების მიხედვით, ახალი 20-ლარიანი ბანკნოტები, 2011 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტურია.

ოცი ლარი
ოცი ლარი

არ არის განსხვავება დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. 20 ლარიან ბანკნოტზე  შეცვლილია გამოშვების წელი და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევაში წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად ჩაეშვება და ანგარიშსწორება განხორციელდება შეუფერხებლად. 

 

 საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი, მიმოქცევაშია 1995 წლის 2 ოქტომბრიდან. ეროვნული ვალუტა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი