ახალი ამბები

დავითაშვილი: “ფაროსანა უბრალოდ მწერია, ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულია”

26 თებერვალი, 2018 • 16365
დავითაშვილი: “ფაროსანა უბრალოდ მწერია, ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულია”

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ფაროსანა უბრალოდ მავნებელი მწერია და ამაზე ყურადღების ასე გამახვილება არ ღირს.

“ფაროსანას გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. ფაროსანა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და არა უმნიშვნელოვანესი. საბოლოოდ რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის უბრალოდ მწერი. ამიტომ ვფიქრობ, ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ძალიან გადაჭარბებულია,” – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

დღეს პარლამენტის აგრარულს საკითხთა კომიტეტში ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. მინისტრი 2017 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშსს წარადგენს.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს  მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი