ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტროს ხუდონჰესის პროექტზე დასკვნა არ გაუცია

20 სექტემბერი, 2013 •
გარემოს დაცვის სამინისტროს ხუდონჰესის პროექტზე დასკვნა არ გაუცია

“ჩვენ არათუ მორალური, არამედ სამართლებრივი ვალდებულებაც გვაქვს გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი აზრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც შეეხება თვითონ დასკვნას, სამინისტროს მიერ ჯერ არ დაწყებულა ეს პროცედურა. დასკვნა დაეფუძნება ექპერტების დასკვნებს, ასევე, საზოგადოებრივ აზრს,” – აცხადებს გოგალაძე.

 

ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გუშინ თბილისში იქნა წარმოდგენილი საჯარო განხილვაზე ენერგეტიკის სამინისტროს ორგანიზებით. განხილვას 200-მდე მოქალაქე ესწრებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველების ნაწილი აღნიშნული ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი