2018 წლის იანვარში საქართველოში 110 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 110 მლნ აშშ დოლარი (დაახლოებით 280 მლნ ლარი) 31.1%-ით მეტია წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე.

სქრინი: სებ
სებ-ის თანახმად, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი 12 ქვეყანაზე მოდის.