ახალი ამბები

Google-ის ახალი სისტემა მეგობრებთან თქვენს ნაცვლად იმესიჯებს

15 თებერვალი, 2018 • 3162
Google-ის ახალი სისტემა მეგობრებთან თქვენს ნაცვლად იმესიჯებს

The Guardian-ის ცნობით, Google ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ავტომოპასუხის სისტემის შესაქმნელად მუშაობს. გუგლის ექსპერიმენტული ლაბორატორია Area 120 ამჟამად ცდის ახალ სისტემას, სახელწოდებით “პასუხი” (Reply), რომელიც გუგლის Hangouts -სთვის და Allo-სთვის, ასევე აპლიკაციებისთვის – WhatsApp, Facebook Messenger, Android Messages, Skype, Twitter-ისა და Slack-ისთვის იმუშავებს.

Reply-ის მიზანია, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი პასუხები გასცეს მოპასუხეს. მოხალისეებისთვის ტესტირებისას გაგზავნილ ელექტრონულ წერილში წერია: “შენ შეიძლება ბევრ შეტყობინებას იღებ ყოველდღიურად და გინდა, რომ ისინი უპასუხოდ დატოვო მაშინ, როცა რეალურ სამყაროში გსურს ადამიანებთან ურთიერთობა. რა მოხდებოდა, რომ პაუხის გაცემა ერთი დაწკაპუნებით იყოს შესაძლებელი? ”

გუგლი ამბობს, რომ სისტემა სრულფასოვან პასუხებს გასცემს მოსაუბრეს, პასუხის შესადგენად კი ადგილმდებარეობას, კალენდარსა და სხვა მონაცემებს გამოიყენებს. მაგალითად, შეკითხვაზე, როდის იქნები სახლში, სისტემა მიუთითებს სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იყენებ და დროს, რომელიც სახლამდე მისასვლელად დაგჭირდება.

Reply-ს ასევე შეეძლება ყველას შეატყობინოს, რომ არადეგები გაქვს, ავტომატურად შეამოწმებს კალენდარს. ასევე, ექნება ფუნქცია “არ შემაწუხო”, რომელიც ტელეფონს გააჩუმებს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც მოგწერენ, ეტყვის, რომ საუბარი არ შეგიძლია. მიღებულ შეტყობინებებს კი ისე დაახარისხებს, რომ  საბოლოოდ შენი ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი