ახალი ამბები

შეღავათიანი აგროკრედიტი 5 343-მა ბენეფიციარმა აიღო

11 სექტემბერი, 2013 • • 1117
შეღავათიანი აგროკრედიტი 5 343-მა ბენეფიციარმა აიღო

მინისტრის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, 461 სესხია გაცემული შიდა ქართლში; 408 პროექტი დაფინანსდა ქვემო ქართლში; შეღვათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში 270 კრედიტი გაიცა.

 

109 პროექტია დაფინანსებული სამცხე-ჯავახეთში; 86 სესხი გაიცა სამეგრელოს რეგიონში; 58- მა ბენეფიციარმა მიიღო სესხი მცხეთა-მთიანეთში. თბილისში დაფინანსდა 40 სესხი (თბილისში გაცემულ სესხებში შედის თბილისის ტერიტორიულ საზღვრებს მიკუთვნებულ სოფლებში არსებულ ფერმერულ მეურნეობებზე გაცემული სესხები).

 

აჭარის რეგიონში სესხი 22-მა ბენეფიციარმა მიიღო; 18 სესხი გაიცა გურიის რეგიონში; პროექტის ფარგლებში 6 კრედიტი გაიცა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. 

 

 „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში ამ დროისათვის 94 103 126 ლარის კრედიტებია გაცემული. სესხები, ჯამში, 5 343-მა ბენეფიციარმა მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი