ახალი ამბები

“ქართული, რუსული და აფხაზური მხარეები აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე თანახმა არიან”

6 სექტემბერი, 2013 • • 1495
“ქართული, რუსული და აფხაზური მხარეები აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე თანახმა არიან”

 

“ნოვოსტი არმენიის” ინფორმაციით, ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ ქართული, რუსული და აფხაზური მხარეები რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნაზე თანახმა არიან.  ამასთან, მისივე მტკიცებით, ზემოხსენებული საკითხი რუსეთის და სომხეთის პრეზიდენტებმა 3 სექტემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

 

“ქართულმა მხარე თანახმაა, რუსული და აფხაზური მხარეებიც თანახმა არიან. მაგრამ ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კონფლიქტური მხარეები არიან. მთავარია, რომ ამ რკინიგზის გახსნაზე პოლიტიკური ნება არსებობს”, – აღნიშნა მან.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ევროსაბჭოში ვიზიტისას განაცხადა, რომ პერსპექტივაში რუსეთ–საქართველო–სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აფხაზეთზეც გადის, აუცილებლად გაიხსნება. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი