ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ზეწოლაზე საუბრობს

6 სექტემბერი, 2013 • • 1433
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ზეწოლაზე საუბრობს

ემზარ გოგუაძის მტკიცებით, ირაკლი ციბაძე, რომელიც ტელეკომპანიაში არ მუშაობს, თუმცა, იქ უპრობლემოდ გადაადგილდება, მასთან რამდენიმე დღის წინ შევიდა კაბინეტში და პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ მაღალ თანამდებობას, მათ შორის მინისტრობას დაპირდა. 

 

ემზარ გოგუაძე
ემზარ გოგუაძე

გოგუაძისვე განცხადებით, პირდაპირი მუქარა არ ყოფილა, თუმცა, მსგავსი შეთავაზება შეიცავს “ერთგვარ მუქარას”.

 

“გამოვითხოვე დღეს საბუთები და ჩავხედე. არის რაღაც ცნობა იმის შესახებ, რომ ის აქ მობრძანდება, შტატში არ არის ის. იცით რა, ასეთი შემოთავაზება მუქარის ელმენტებს შეიცავს. ასეთი იაფფასიანი მუქარების არ მეშინია,”-განაცხადა გოგუაძემ.

 

სამეურვეო საბჭომ დღეს, 6 სექტემბერს, 9 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება და უნდობლობა მეორედ გამოუცხადა მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს. პირველად ბარათაშვილი 6 თვის წინ გადააყენეს, თუმცა, მოგვიანებით ის სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა.

 

მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის  მოადგილე თამაზ ტყემალაძე დანიშნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი