ახალი ამბები

დოდო გუგეშაშვილი შვილთან ერთად საკუთარ სახლში ჩაცხრილეს

7 თებერვალი, 2018 • 58862
დოდო გუგეშაშვილი შვილთან ერთად საკუთარ სახლში ჩაცხრილეს

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაჯგუფება მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, დოდო გუგეშაშვილი ცოტა ხნის წინ თბილისში, საკუთარ სახლში შვილთან ერთად ჩაცხრილეს.

ამ წუთებში გუგეშაშვილს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ოპერაცია უტარდება. მისი 33 წლის შვილი კი, შსს-ს ცნობით, დაიღუპა.

“დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ-ს და მის შვილს, 1985 წელს დაბადებულ გ.გ-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი