ახალი ამბები

2013 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი

5 სექტემბერი, 2013 •
2013 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი

1. Apple

ბრენდის ღირებულება– 185 მილიარდი;

სექტორი: ტექნოლოგიები;

2012 წლის ადგილი: 1

 

შესაძლებელია ეს წელი სხვადასხვა მიმართულებით დაკარგულ წლად  ჩაითვალოს კომპანიისთვის, მაგრამ  Apple–ის, როგორც ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის პოზიცია უდავოა. კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია სმარტფონების ბაზარზე. 2012 წელს კომპანიას ბაზრის 30% ეკავა. 2012 წლის ოქტომბერში iPad მინის შემდეგ კომპანიას ახალი პროდუქცია არ გამოუშვია. თუმცა დაანონსებულია”ახალი კატეგორიის და ამაღელვებელი პროდუქციის” გამოშვება, მაგრამ კონკრეტულად უცნობია რას გამოუშვებს Apple. მომხმარებლები კი iWatch–ის გამოსვლას ვარაუდობენ.

 

Apple
Apple

 

2.Google

 

ბრენდის ღირებულება– 114 მილიარდი

სექტორი: ტექნოლოგიები

2012 წლის ადგილი: 3

 

Apple–ისგან განსხვავებით გუგლი მთლიანად კონცენტრირებული იყო ახალი პროდუქტის შექმნაზე, კომპანია განსაკუთრებულად მუშაობდა ინოვაციის მიმართულებით. განაახლა გუგლის ვიდეოკონფერენცია (Hangouts) და ჩაუშვა ახალი პროდუქტი, (Google Play Music All Access), რომელიც გამოწვევაა Spotify–ისთვის და სხვა კონკურენტებისთვის. მიუხედავად დიდ ბრიტანეთში გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემებისა, კომპანიის, როგორც ბრენდის ღირებულება 5 %–ით გაზრდილია წინა წელთან შედარებით და გაუსწრო IBM–ს.

 

Google
Google

 

 

3. IBM

ბრენდის ღირებულება– 113 მილიარდი

სექტორი: ტექნოლოგიები

2012 წლის ადგილი: 2

 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ერთი ადგილით ჩამოქვეითდა წინა წელთან შედარებით, მისი აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად არ განსხვავდება კომპანიის აქციების ყველაზე მაღალ ღირებულების პერიოდთან შედარებით. წლის პირველ ნახევარში IBM–ის მოგება არ იყო დიდი, თუმცა მეორე ნახევრის მოგებამ მოლოდინებს გადააჭარბა.

 

IBM კვლავ იღებს შემოსავალს კომპიუტერების გაყიდვებიდან, კომპანია კომპიუტერებს 2005 წლამდე აწარმოებდა, სანამ ბაზარზე Lenovo გამოჩნდებოდა. 2005 წლიდან კომპანია პროგრამულ და სერვისებით უზრუნველყოფაზე გადავიდა, როგორიცაა “cloud computing”. კომპანიის დიდი მოცულობის და გლობალური მნიშვნელობის გამო ინვესტორები კვლავ დაინტერესებულები არიან IBM-ის შემოსავლებით, როგორც ინიდიკატორით საერთო კორპორატიული ტექნოლოგიები ხარჯების და მოთხოვნების ინდიკატორით.

 

IBM
IBM

 

4. McDonald’s

ბრენდის ღირებულება– 90 მილიარდი

სექტორი: სწრაფი კვება

2012 წლის ადგილი: 4

 

მაკდონალდსის, როგორც ბრენდის ღირებულებამ წინა წელთან შედარებით 5%–ით დაიკლო, თუმცა სიაში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს. მაკდონალდსმა წლები დახარჯა არამხოლოდ ბავშვების, ასევე მათი მშობლების მოსაზიდად, თუმცა Angus burger–ის, როგორც არაჯანმრთელი პროდუქციის გამოშვების გამო მომხმარებლების უკმაყოფილება გამოწვია, ამიტომ კომპანია უფრო მეტად კონცენტრირდა მენიუში სალათების დამატებაზე და ისეთი საკვების წარმოებაზე, რომელიც ნაკლებ ცხიმს. შაქარს და მარილს შეიცავს. მაკდონალდსმა გასულ წელს ინდოეთში ვეგეტერიანული რესტორანი გახსნა.

 

McDonald
McDonald’s

 

5. Coca-Cola

ბრენდის ღირებულება– 78 მილიარდი

სექტორი: სასმელები

2012 წლის ადგილი: 6

 

კოკა–კოლას ბრენდის ღირებულება 6%–ით გაიზარდა და სიაში ერთი ადგილით დაწინაურდა გასულ წელთან შედარებით. აპრილის თვეში კი კომპანიას იმაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა ვიდრე მოელოდა. კოკა–კოლა აგრძელებს ნელ და სტაბილურ ზრდას იმ ქვეყნებში სადაც განვითარებადი ეკონომიკაა.

 

Coca-Cola
Coca-Cola

 

6. AT&T

ბრენდის ღირებულება– 76 მილიარდი

სექტორი:ტელეკომი

2012 წლის ადგილი: 8

 

კომპანია, რომელიც დალასში დაფუძნდა 1870 წელს მყიფე დასაწყისიდან სატელეკომუნიკაციო გიგანტად იქცა. დღეს იგი საერთაშორისო მასშტაბით უზრუნველყოფს სწრაფი ინტერნეტის , Wi-Fi  და wireless -ის მიწოდებას. მისი აქციების ფასი იზრდება და 2008 წლის საუკეთესო მონაცემს უტოლდება. კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ერთ–ერთი ყველაზე დიდი 4G ქსელის მფლობელია.

 

AT&T
AT&T

 

7 Microsoft

ბრენდის ღირებულება– 70 მილიარდი

სექტორი:ტექნოლოგიები

2012 წლის ადგილი: 5

 

კომპანიის მთავარი კონკურენტი Apple–ია და ბრენდის თვალსაზრისით მაიკროსოფთმა ომი წააგო, თუმცა კომპანია კვლავ ინარჩუნებს მთავარ ადგილს აშშ–ის ბაზარზე და მსოფლიოს გარშემო. კომპანიის აქციების ფასი მომენტალურად გაიზარდა და 2008 წლის შემდეგ მის ყველაზე მაღალ ღირებულებას მიაღწია, მაიკროსფთის სმართფონებმა და ოპერაციულმა სისტემებმა აჯობა ბლექბერის და მესამეა Google’s Android და Apple’s iOS- ის შემდეგ.

 

Microsoft
Microsoft

 

8. Marlboro

ბრენდის ღირებულება– 69 მილიარდი

სექტორი: თამბაქო

2012 წლის ადგილი: 7

 

თამბაქოსადმი მზარდი მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, მალბოროს სახელი პოზიციებს ინარჩუნებს. 2012 წელთან შედარებით ბრენდის ღირებულება 6%–ით შემცირდა. CNN–ის განცხადებით, მალბორო ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში რჩება, როგორ მამაკაცური. საიმედო ბრენდი, რომელმაც გაუძლო დროს.

 

Marlboro
Marlboro

 

9. Visa

ბრენდის ღირებულება– 56 მილიარდი

სექტორი: ფინანსური მომსახურობა

2012 წლის ადგილი: 15

 

ბრენდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა 2012 წელს, მისი ღირებულება 50%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. გლობალური გადახდების ბაზარზე Visa ერთ–ერთი ლიდერია და მისი სახელი ცნობილია ასეულიბით მილიონი ადამიანისთვის მსოფლიოში. მისი მთავარი კონკურენტები მასტერქარდი (MasterCard) და ამერიკან ექსპრესი (American Express) არიან.

 

Visa
Visa

 

10. China Mobile

ბრენდის ღირებულება– 55 მილიარდი

სექტორი: ტელეკომი

2012 წლის ადგილი: 10

 

ჩაინა მობაილი უსადენო ინტერნეტის ერთ–ერთი მთავარი მომწოდებელია. იგი 730 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მილიარდზე დიდი მოცულობის პოტენციური ბაზარი აქვს ჩინეთში, რაც მისი ღირებულების ზრდას უზრუნველჰყოფს.

 

China Mobile
China Mobile

მასალების გადაბეჭდვის წესი