7 წლის წინ, მას ორივე საკვერცხე ამოკვეთეს კიბოს მკურნალობის დროს, თუმცა ექიმებს, სანამ ისინი მის მეორე საკვერცხეს ამოკვეთდნენ, თხოვა საკვერცხის ქსოვილის ნაწილი შეენახათ, მომავალში მისი ტრანსპალანტაციის მიზნით. 2010 წელს შენახული ქსოვილის პირველი ტრანსპლანტაცია ჩატარდა.
32 წლის ქალი და მის პარტნიორი დინი მელბურნში გადავიდნენ და გოგონა, რომლის გვარიც არ ხმაურდება, სწორედ იქ გადიოდა მკურნალობის კურსს, ის 24 წლის იყო როდესაც ორივე საკვერცხის ამოჭრა აუცილებელი გახდა.
ასოცირებული პროფესორი მელბურნის ინვიტრო განაყოფირების ცენტრიდან ქეით სთერნი აცხადებს, რომ ტრანსპლანტაციის დაწყებამდე, ქსოვილი შეამოწმეს მის ქირურგთან ერთად და სიტუაციის შეფასების შემდეგ, პირველი ტრანსპლანტაცია 2010 წელს ჩატარდა, მეორე კი 2 წლის შემდეგ. პაციენტი რისკების შესახებ ინფორმირებული იყო.
“ქსოვილი მუცლის წინა კედლის უკანა მხარეს დავამაგრეთ, რაც ნიშნავს, რომ ის კანის და კუნთების ქვეშაა, მაგრამ არ მდებარეობს მუცლის ღრუში. გვინდოდა გვენახა, შესაძლებელს გახდიდა, თუ არა ეს მის დაფეხმძიმებას, პაციენტს მცირედი ჰორმონალური სტიმულაციაც ჩავუტარეთ”,– განაცხადა სტერნმა.
პროცესის შედეგად წარმოიქმნა, ორი კვერცუჯრედი, რომელიც ხელოვნურად გაანაყოფიერეს და დააბრუნეს საშვილოსნოში. წყვილი ტყუპებს ელოდება:
” ძალიან ამაღელვებელია, ჩვენ ორი გოგონა გვეყოლება”– აცხადებს პაციენტი.
ექიმ სტერნის განცხადებით, ალაბათობა, რომ პროცესი წარმატებით დასრულდებოდა მცირე იყო. მეცნიერებმა მელბურნის ინვიტრო განაყოფიერების და “Royal Women” ჰოსპიტალიდან, ამ პროცესიდან პირველი ფეხმძიმობის მიღწევით ქალებს, რომლებსაც მკურნალობის შემდეგ მენოპაუზაც ჩამოუყალიბდა, დაფეხმძიმების იმედი გაუჩინეს.


![Halloween – მოხეტიალე სულების დღესასწაული [ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000019008.jpg)




