ახალი ამბები

პატრიარქი, პრეზიდენტობის კანდიდატი და ლევან ვასაძე სვანეთში [ფოტო]

1 სექტემბერი, 2013 •
პატრიარქი, პრეზიდენტობის კანდიდატი და ლევან ვასაძე სვანეთში [ფოტო]

ილია მეორემ მესტიაში  აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი აკურთხა.  მესტიაში ასევე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის, სასჯელაღშრულების მინისტრი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. 

„დღეს დიდი სიხარულია საქართველოში , იმიტომ, რომ მესტიაში გაიხსნა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი,  ამ სიხარულს ვიზიარებთ ჩვენს სვან ძმებთან და მთელ საქართველოსთან ერთად.  პატრიარქი ამობრძანდა და ჩვენ  ერთად ვილოცეთ ახალ ტაძარში“.– ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მესტიაში ასევე იმყოფებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მეგობარია. ლევან ვსაძემ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ადრეც მიიღო საჯარო ღონიძიებებში მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი, როგორც განათლების მინისტრი, და ლევან ვასაძე სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიას 21 ივნისს ეწვივენ.


22 ივნისს კი  გიორგი მარგველაშვილმა  საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელით აკაკის სახლ–მუზეუმს აკაკი წერეთლის ხელჯოხი გადასცა. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ლევან ვასაძე. 


დღეს ილია მეორე სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც იმყოფებოდა. მუზეუმში ასევე იმყოფებოდა კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი